მნიშვნელოვანირეგიონი

გვარამიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ზუგდიდში.
ქალაქის ცენტრში, რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორისთვის გამოტანილი განაჩენი ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მორიგი გამოვლინებაა.
მანამდე, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბათუმში, ქუთაისსა და გორშიც.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდა. სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას თავისუფლება 3 წლის და 6 თვის ვადით აღეკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button