მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას პოლიტიკური აზრი არ აქვს

უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას არანაირი პოლიტიკური აზრი არ აქვს. შესაბამისი განცხადება პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი ვალდაის სხდომაზე გააკეთა.

ამასთან, პუტინი ამბობს, რომ სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი. მისივე თქმით, რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. ამ კონტექსტში პუტინმა ხელი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა და თქვა, რომ მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს პასუხობდა.

“ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე, არ აქვს აზრი – არც პოლიტიკური და არც სამხედრო”, – თქვა პუტინმა.

მანამდე, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა თქვა: “ვინც ბირთვული იარაღით გვაშანტაჟებს, ქარებმა, შესაძლოა, მათკენ იქროლონ”.
უკრაინამ ხელოვნური ქვეყნის ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ისტორიული ფაქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი.

„სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button