მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ცნობით მოსკოვში აეროდრომზე რუსული ვერტმფრენი Ka-32 გაანადგურეს

მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსი სამხედროების კუთვნილი Ка-32 ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“2024 წლის 26 აპრილის ღამეს, ქალაქ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და „გაზპრომავიასთან“ ერთად მუშაობს, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის.

„განადგურებულ საავიაციო ტექნიკას აგრესორი სახელმწიფო რუსეთის საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა“, – განმარტავენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button