მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ცნობით მტერთან 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 221 460 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, მტერმა 45 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 70. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 221 460 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 1 010 ოკუპანტი, განადგურებულია 8 ტანკი, 23 საარტილერიო სისტემა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 20 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3997
ჯავშანტექნიკა – 7750
საარტილერიო სისტემა – 3888
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 614
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 372
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 306
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3393
ფრთოსანი რაკეტა – 1214
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6645
სპეცტექნიკა – 531
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button