უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა. ინფორმაციას თავად დეპუტატი ავრცელებს.
როგორც გონჩარენკო წერს, მას აეროპორტში გარკვეული პრობლემები შეექმნა.
ახლა ჩავფრინდი საქართველოში – თავგადასავალი აეროპორტშივე დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის მისიის ფარგლებში დააკვირდება.
“ახლახან ჩამოვედი საქართველოში.
დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს”, – წერს ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.