მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან: ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი , სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავიდ არახამია მოლაპარაკებების მოლოდინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს: “მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი”, – წერს არახამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button