მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები თურქეთში შეხვდებიან

უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი, რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალოვას შეხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ინფორმაციას თავად უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი, ტყვეების დაბრუნება იქნება. ამას გარდა, შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხის წამოყენება სურს რომლებიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავა..

“შეხვედრა თურქეთში რამდენიმე დღეში გაიმართება. მთავარი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის ჩვენი გმირების სახლში დაბრუნება. ცალკე დავაყენებთ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ მასობრივად დააკავა.
ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცევა რუსული მხარე, თუმცა, წინასწარ ვიღებთ დადებით სიგნალებს, რომ ისინი მზად არიან განიხილონ ეს საკითხი.

აღვნიშნავ, რომ ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლა. რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ”, – დაწერა ლუბინეცმა ტელეგრამზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button