მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 46 500 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 46 500 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 250 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 46 500

📌ტანკი – 1 939

📌ჯავშანტექნიკა – 4 254

📌საარტილერიო სისტემა – 1 045

📌სარაკეტო სისტემა – 274

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148

📌თვითმფრინავები – 234

📌ვერტმფრენი – 202

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 836

📌საკრუიზო რაკეტები – 196

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 165

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 99.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მიუხედავად რუსი ოკუპანტი ჯარისკაცის დაღუპვის მიუხესავად ბრძოლები გრძელდება რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკას დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სულ ცნობილია გარდაცვალების 5 შემთხვევა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი“, – წერს სტარუხი.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის არიან კამენსკის სოფლის საბჭოს “კულტურისა და დასვენების ცენტრის” კულტურისა და მასობრივი სექტორის ხელმძღვანელი, 29 წლის ანასტასია ბოროვიკი და მისი ორი, რვა და ორი წლის შვილი.

„ოთხსართულიანი სახლი, სადაც ახალგაზრდა დედა შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაბომბეს. სახლი მიწასთან გასწორდა“, – აღნიშნა სტარუხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button