მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს:

📌 1947 ტანკს

📌 4269 ჯავშანმანქანას

📌 1060 საარტილერიო სისტემას

📌 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას

📌 149 საჰაერო თავდაცვის სისტემას

📌234 თვითმფრინავს

📌203 ვერტმფრენს

📌3188 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს

📌828 უპილოტო საფრენ აპარატს

📌101 ერთეულ სპეცტექნიკას

📌196 ფრთოსან რაკეტას.

შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson-ი წლის ბოლომდე დახურავს რუსეთში თავის წარმომადგენლობას და შეამცირებს ყველა თანამშრომელს. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება სატელეკომუნიკაციო ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, Ericsson-ის სათავო ოფისმა რუსეთის განყოფილებას შეატყობინა ამის შესახებ. შვედურმა კომპანიამ დაუდასტურა „კომერსანტს“, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში დაასრულებს რუსეთში საქმიანობას. ის „ფინანსურ და სოციალურ მხარდაჭერას“ დაჰპირდა თანამშრომლებს.

გამოცემის წყაროები უშვებენ, რომ Ericsson-მა შესაძლოა სატელეფონო კავშირის ოპერატორთა ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი გამოყოს ახალ კომპანიად, რომლის დამფუძნებლები რუსეთის ტოპმენეჯერები იქნებიან.

ოპერატორებს პრობლემები შეიძლება შეექმნათ საბაზო სადგურებისთვის საჭირო შემადგენლების უქონლობის გამო, აღნიშნავენ ექსპერტები.

Ericsson-მა რუსეთში წარმომადგენლობა 1994 წელს გახსნა. კომპანიაში 565 თანამშრომელი მუშაობს. „კომერსანტის“ შეფასებით, რუსეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე Ericsson-ის წილი დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

სხვა მნიშვნელოვან კომპანიებს, Nokia-სა და Huawei-ს, ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ რუსეთში კლიენტების მომსახურების სრული შეწყვეტის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა ან მთლიანად დატოვა ის მსოფლიოს 1200-ზე მეტმა კომპანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button