უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში სამშაბათს ჩავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი.
“დღეს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ბოსფორში ჩავიდა, შავ ზღვის სპეციალური დერეფნის გავლით, რომელიც შეთანხმდა ჩვენი პორტების განბლოკვაზე მოლაპარაკების დროს. ჩვენი მიზანი ახლა იმაშია, რომ იყოს რეგულარულობა: ისე, რომ როდესაც ერთი გემი ტოვებს პორტს, იქ უკვე უნდა იყოს სხვა, რომელიც იტვირთება, ასევე ის, რომელიც პორტს უახლოვდება. უწყვეტობა და რეგულარულობა აუცილებელი პრინციპია. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყველა მომხმარებელს ეს სჭირდება”, – თქვა ზელენსკიმ ღამის ვიდეო მიმართვაში.
სატვირთო გემი „ Razoni“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქეთამდე ე.წ. „მარცვლეულის დერეფნით“ მივიდა, სადაც ხომალდი დაათვალიერა უკრაინის, გაერო-ს, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ჯგუფმა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიდან.
“სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია”, – ამბობენ თურქეთის თავდაცვის უწყებაში.
თავიდან მოსალოდნელი იყო, რომ სატვირთო გემი სტამბოლში 2 აგვისტოს დილით ჩავიდოდა, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლის დრო შეიცვალა. Razon-ი უკრაინის წყლებში არსებული შესაძლო ნაღმების გამო თავიდან ძალიან ნელა მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ შეძლო სიჩქარის განვითარება.
„ Razoni“ პირველი ხომალდია, რომელმაც უკრაინული საკვები პროდუქტი 24 თებერვლის შემდეგ ოდესის პორტიდან გაიტანა. გემი 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის – ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის – გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესორ ქვეყანას უკრაინული მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა დაბლოკილი ჰქონდა, თუმცა, თურქეთის შუამავლობით, რუსეთი ექსპორტის განბლოკვას დათანხმდა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინას, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალს და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და “სამხრეთის” პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.
23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.
27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.
დღეისათვის ოდესის რეგიონის პორტებში რჩება უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ 16 გემი, რომლებიც გამგზავრებას ელოდებიან.
შემოწმება გაიარა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელმაც გეზი აიღო გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში – სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი „ Razoni“ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება რომელიც მისი ბოლო გაჩერების პუნქტია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შემოწმება ჩაატარა 20 პირისგან შემდგარმა გუნდმა საგანგებო საკოორდინაციო ცენტრიდან, გუნდი ხომალდ “რაზონიზე” ავიდა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს.
ტრიპოლისკენ მიმავალი, 26,527 ტონა სიმინდით დატვირთული ხომალდი “რაზონი” ოდესის პორტიდან გავიდა 1 აგვისტოს, დილით, და თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მიაღწია 2 აგვისტოს საღამოს, ამინდის გაუარესების გამო შეფერხების შედეგად. შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად, ხომალდებს შემოწმება უნდა ჩაუტარდეს არა სტამბოლის პორტში, არამედ ზღვაში.
უკრაინის სამ პორტში კიდევ 27 სატვირთო გემი ელის გამგზავრებას – ამბობს გაეროს პრესმდივანი სტეფან დუიარიჩი.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის – ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის – გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.