მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული მედია – რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა

ადგილობრივი დროით დილის 6:10 საათზე რუსეთმა უკრაინის ქალაქები – ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა, – ინფორმაციას BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ავიაიერიში საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, ჭურვი მოხვდა ფეხსაცმელების ფაბრიკასაც.

რაკეტის ჩამოვარდას დნიპროში, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. მეხანძრეები ამ წუთებში ცეცხლს აქრობენ.

ავიაიერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკის აეროდომზეც, ამის შესახებ ქალაქის მერი იტყობინება. აფეთებებმა დააიზანა გათბობის ქსელი.

ქალაქში აფეთქებებზე ავრცელებს ინფორმაციას ივანო-ფრანკოვოს მერიც. რუსლან მარცინკივის ცნობით, აეროპორტის რაიონში მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წყლის გარეშე დარჩა ქალაქი ჩერნიგოვო, გავრცელებული ცნობით ოკუპანტებმა წყლის ქსელი დააზიანეს.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცკში, ასევე დნიპროში, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქებების ხმა ცოტა ხნის წინ გაისმა.
აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.

მსგავსი პოსტები

Back to top button