მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეში ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს

ზაპოროჟიეში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, – წერს უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მტერმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა რეგიონულ ცენტრზე. ამ დრომდე, რვა თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო”, – წერს ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

აფეთქებების შედეგად, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ნახევარ საათში აღდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button