უკრაინულმა ძალებმა 37 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
კანადა მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 37 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდს.
ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.
“უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:
1641 მტრის ტანკი
3823 ჯავშანტექნიკა
834 საარტილერო სისტემა
247 ზალპური სარაკეტო სისტემა
108 საჰაერო თავდაცვის სისტემა
217 თვითმფრინავი
188 ვერტმფრენი
676 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი
155 ფრთოსანი რაკეტა,
15 გემი/ნავი
2694 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი
66 ერთეული სპეცტექნიკა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის საპასუხოდ, მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
“ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე, ლითონებისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული, ელექტრონული და ელექტრო მოწყობილობების, აგრეთვე მანქანების წარმოებაზე გავრცელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, კანადის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ასევე მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქიმიურ სექტორებს.