კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ქუთაისში საკეისრო კვეთის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა ბომონდში, დღეს საკეისრო კვეთის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფო კვარაცხელიას ახლობლების თქმით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მიყვანისას სამედიცინო დაწესებულებაში თავის ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო.

ოჯახის თქმით, მათ არ იციან რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები. გარდაცვლილის ოჯახი ექიმების ბრალელულობაზე საუბრობს და იმ ექიმების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს. ახლობლების თქმით, ქალს თანმდევი დაავადებები არ ქონია.

გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკამ განცხადება გაავრცელა:

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button