უკრაინულმა ძალებმა 40 830 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ომის 158-ე დღე უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
📌ჯარისკაცი – 40 830
📌ტანკი – 1 763
📌ჯავშანტექნიკა – 4 004
📌საარტილერიო სისტემა – 916
📌ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 259
📌საჰაერო თავდაცვის სისტემა – 117
📌თვითმფრინავი – 223
📌ვერტმფრენი – 190
📌ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 735
📌გემი/ნავი – 15
📌ფრთოსანი რაკეტა – 174
📌სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 2 902
📌სპეცტექნიკა – 80
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.