მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ „ATACMS“ ტიპის რაკეტებით რუსეთის პოზიციები დაბომბა

უკრაინის არმიამ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანა. „The Wall Street Journal-ის“ ინფორმაციით, რაკეტები უკრაინას სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე საიდუმლოდ გადაეცა.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ შორი მანძილის ATACMS რაკეტების მიღებას და გამოყენებას ადასტურებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის ომობს და მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! და განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება. ძალიან ზუსტად სრულდება – ATACMS-ებმა საკუთარი თავი აჩვენეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული ავიაბაზები ბერდიანსკში და ლუგანსკში დაბომბა. დაბომბვის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა მოდიფიკაციის ცხრა ვერტმფრენი, საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები, საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, ასევე დაზიანდა აეროდრომების ასაფრენი ბილიკები.
ცნობისთვის, აქამდე ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მა უკრაინაში ATACMS შორი
„ატაკამსის“ ტიპის რაკეტა შეიცავს 200-დან 300-მდე საბრძოლო მასალას და სამიზნის განადგურება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button