უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 53 300 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 სექტემბერს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
📌ჯარისკაცი – დაახლოებით – 53 300
📌ტანკი – 2 175
📌ჯავშანტექნიკა – 4 662
📌საარტილერიო სისტემა – 1 279
📌სარაკეტო სისტემა – 311
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 165
📌თვითმფრინავები – 244;
📌ვერტმფრენი – 213
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 904
📌საკრუიზო რაკეტები – 233
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 469
📌გემი/ნავი/კატარღა – 15
📌სპეციალური აღჭურვილობა – 117.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.