უკვე მეორედ: კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გამართა.
რჩეულების გამოსავლენი ღონისძიება კოვიდ-პანდემიის გამო ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა და ქართული ფეხბურთის მესვეურთა თქმით, საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.
ზედიზედ მეორედ,2021 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია გახდა.რუბინის გარემარბმა,ეროვნული ნაკრების მაისურით 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
“ეს იქნება უფრო მეტი მოტივაცია,რათა მომდევნო წლებში უკეთესი შედეგი დავდო”-თქვა დაჯოლდოვების შემდეგ კვარაცხელიამ.
2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო ნინო სუთიძეს გადაეცა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებში რჩეული ირაკლი ახაროვი გახდა.”სტატუსი ჩემთვის დიდი პატივია, ყველაფერს გავაკეთებ,რომ მეტი დავიმსახურო” – განაცხადა ბათუმის დინამოელმა.
საუკეთესო გოლის ავტორად კი გიორგი გოჩოლეიშვილი დადახელდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რჩეულები ეროვნულმა ლიგამაც გამოავლინა.