ფალსიფიცირებული “ბორჯომი” და “ლიკანი”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “ბორჯომისა” და “ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების მტკიცებით, “დადგინდა, რომ ბორჯომში, ერთ – ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, მუდმივად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას.

ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული „ლიკანი“ და „ბორჯომი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 197 – ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button