“უმორჩილესად გთხოვთ არ მოკლათ ცხოველები”

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს თუ ცხოველები სადმე შენიშნეს არ მოკლან და მათ ცხელ ხაზზე დაურეკონ.

“უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ: 595333572” – წერს თბილისის ზოოპარკი ვებგვერდზე.

“თბილისის ზოოპარკი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ცხოველთა ძირითადი ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად არის დახოცილი ან ლიკვიდირებული.
მდგომარეობა არის ძალიან რთული. ფაქტობრივად ზოოპარკი აღარ არსებობს. ზოოპარკის ქვედა ნაწილში არსებული ცხოველებიდან ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადარჩენილნი არიან მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილში არსებული ჩლიქოსნები, მათ შორის სპილოები, ლეოპარდები და თეთრი ლომები. ქვედა ნაწილის ბინადრები ლომები, ვეფხვები, იაგუარები, მათ შორის პინგვინები დახოცილები არიან. შევძელით მხოლოდ სამი პინგვინის გადარჩენა”, – განახცხადა მზია შარაშიძემ ზოოპარკის საზოგადოებრივი სამსახურის ხელმძღვანელმა.
თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისში ამ დროისთვის დაახლოებით 30 მტაცებელს ეძებენ, რომელიც სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაიქცნენ. მიმდინარეობს სპეც ოპერაციები დედაქალაქის მასშტაბით.

მსგავსი პოსტები

Back to top button