უმრავლესობა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებეს გეგმავს
არჩევნებიდან მეორე დღეს მართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს გია ვოლსკის განცხადებით,
პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში “ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას გეგმავს.
ფრაქციის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.
აღნიშნულ ცვლილებას 113 ხმა სჭირდება. ამ დროისთვის კი მმართველ გუნდს დაახლოებით 69 მანდატი აქვს.
„იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და რეალურად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც.“