უმრავლესობამ ვეტო დაძლია

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე სათითაოდ გაიარეს კენჭისყრა და თითოეულ მათგანზე დაძლიეს ვეტო.

ცვლილებები უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული და ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია საპარლამენტო ოპოზიცია გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

უმრავლესობას ვეტოს დასაძლევად მინიმუმ 76 ხმა ესაჭიროებოდა.

პროცედურის თანახმად დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ მას მარგველაშვილი ხელს არ მოაწერს, მიღებული ცვლილებები ისევ პარლამენტში დაბრუნდება და ის უსუფაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button