მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უმუშევრობის დონე საქართველოში კიდევ გაიზარდა

2020 წელს უმუშევრობის მაჩვენებელმა საქართველოში წინა, 2019 წელთან შედარებით 0.9%-ით მოიმატა და 18.5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცლებს.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში (20,2%), ვიდრე ქალებში(16,2%). 2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი).

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები განხილულია ქალაქებსა და სოფლებში, ასევე რეგიონებში დასაქმების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით.

მსგავსი პოსტები

Back to top button