“უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა გაიღოს შესაწირავი, რათა აღდგეს უჯარმა – ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა.
ამის შესახებ პატრიარქმა მცხეთაში, სვეტიცხოველში ბრძანა, სადაც ოთხი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ანდრია პირველწოდებულის, ვახტანგ გორგასლის, პირველი კათოლიკოს-პატრიარქის პეტრესა და მეორე პატრიარქის სამუელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და წმინდანების ღვაწლზე ისაუბრა.