უნდა შემცირდეს თუ არა სამინისტროების რაოდენობა [Audio]

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამინისტროების რაოდენობისა და ბიუროკრატიის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
გიორგი ქადაგიძე შვეიცარიის მაგალითს ასახელებს, სადაც მხოლოდ 8 სამინისტრო ფუნქციონირებს. ქაგადიძე მიიჩნევს, რომ რიგი სამინისტროების გაუქმებითა და გაერთიანებით სახელმწიფო მილიონობით ლარს დაზოგავს.
ეროვნული ბანკის დირექტორი იმ უწყებებსაც ასახელებს, რომელთა გაუქმებასაც აუცილებლად მიიჩნევს. მათ შორისაა ევროინტეგრაციის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს კახი კახიშვილი. მინისტრის განმარტებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. რაც შეეხება სხვა უწყებებს, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზდიენტმა ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის კონტექსტში ისაუბრა, კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში მათი გაუქმებაც დადგეს.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, შესაძლოა მთავრობაში გარკვეული ოპტიმიზაცია მოხვდეს. მინისტრმა გიორგი ქადაგიძის განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამინისტროების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.