უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს
უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„უნგრეთი სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოსთან არსებულ შეთანხმებას არ შეაჩერებს. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არა ბრიუსელში, არამედ საქართველოში უნდა იქნას მიღებული და ქართველებმა მკაფიო გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ბრიუსელს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ“ და აღნიშნა, რომ „ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“.
ქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა“, – განაცხადა სიიარტომ.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავიანთვის და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე.
„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, – აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირის კარი ღიაა და პოლონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხარესაა, შეასრულოს ყველა აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტობა ძალიან მეგობრულია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ.
„პოლონეთი პირველ იანვარს გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვამაყობთ ევროკავშირის წევრობით, ვამაყობთ ამ ექვსთვიანი თავმჯდომარეობით, ამიტომ დღევანდელი კონფერენცია დაკავშირებულია ჩვენს პრეზიდენტობასთან, ამბიციებთან, პრიორიტეტებთან და რამდენად არის ეს დაკავშირებული საქართველოსთან. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტობა ძალიან მეგობრულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ. პოლონეთის პრეზიდენტობის ეს ექვსი თვე და მომავალი თვეები და წლები არაჩვეულებრივი მომენტია გაფართოებისთვის და ევროკავშირში წარმატებით წინ წაწევის მცდელობისთვის, როგორც ჩვენ ეს 20 წლის წინ გავაკეთეთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია პოლონეთის პოზიცია დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, საელჩოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ პოლონეთმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
„მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა არსებული გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია. როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, გარკვეული როლი გვაქვს, ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ევროკავშირის ქმედებებს, მაგრამ მე არ ვიცი დამატებითი ნაბიჯების შესახებ. თუმცა დისკუსიები ევროკავშირში გრძელდება, თუ კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ სიტუაციაში.
ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლონეთმა, ვაიმარის კოლეგებთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც ძალიან მართებულია. ამ განცხადებაში ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ რეპრესიებს და ვაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვიმეორებთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვუცხადებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას დემოკრატიის, ევროკავშირის ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ბრძოლის კუთხით, თუ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გებალმა.
არტურ გებალმა განაცხადა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ისტორიული მომენტია.
„საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას პოლონეთის პრეზიდენტობის დროს აქვთ შესანიშნავი მომენტი, ხელახლა და სრულად ჩაერთონ ევროკავშირში. გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები გაფართოების პოლიტიკაში. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს და, გაფართოების კუთხით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გვაქვს ამბიციები. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ეს იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. თქვენ იცით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასე რომ, გზა ნათელია, კარი ღიაა და პოლონეთი ძალიან მეგობრულია და მხარს უჭერს გაფართოების პროცესს. ჩვენ თავად კარგად გვახსოვს გაფართოება, როდესაც შევუერთდით ევროკავშირს 20 წლის წინ. ამიტომ ვართ ძალიან ამბიციურები და მხარდამჭერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საქართველოს მხარეს, საქართველოს ხელისუფლების მხარეს, რომ ჩაერთოს ყველა აუცილებელი პირობისა და ნაბიჯების შესასრულებლად.
ეს საკითხი, სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა. ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესი გვქონდა ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენი მოლაპარაკებები თითქმის თოთხმეტი წელი გაგრძელდა და ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, ყველა ის მოლოდინი და წარმატებით შევუერთდით ევროკავშირს. გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ევროკავშირში ყოფნის მე-20 წელს თავმჯდომარე ქვეყნად ყოფნით. მე მოვიყვანე რამდენიმე მაგალითი კონფერენციაზე, თუ რამდენად განვითარდა პოლონეთი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. საქართველოსთვის, ევროკავშირში წინ წაწევის კუთხით, ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო მომენტი, ძნელი წარმოსადგენია უკეთესი პირობები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ეს პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შეიძლება იყოს“, – განაცხადა გებალმა.
ცნობისთვის, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 27 იანვარს მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი და უნგრეთი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს.