მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს-

თურქეთის პარლამენტის მიერ ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება-პესკოვი

უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნული ასამბლეისთვის იმის მოწოდებას, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაასრულოს რატიფიკაცია“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო.

“მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, გუშინ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პარლამენტმა.
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტის მიერ ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება.
პესკოვი ამბობს, რომ თურქეთი თავად არის NATO-ს წევრი ქვეყანა, ამიტომ მას ალიანსთან “თავისი ვალდებულებები აქვს”.

„ეს არის თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება. თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ეს არის აბსოლუტურად აშკარა ფაქტი და აქვს თავისი ვალდებულებები, აქვს თავისი მოლაპარაკებების პროცესები ამ ალიანსში თავის მოკავშირეებთან. ეს არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, – ამის შესახებ შვედური ტელეკომპანია SVT იუწყება.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა ელოდება, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების პროცედურას უნგრეთი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს.

„ვილნიუსში ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოიწვიონ შვედეთი ალიანსში და შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. შვედეთის წევრობა ნატო-ს უფრო ძლიერსა და უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button