სპორტი

უნგრეთის ჩემპიონი 2 ქართველი ფეხბურთელი გახდა

უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ფერენცვაროშმა“ „უიპეშტს“ უმასპინძლა და 3:0 სძლია. ამ გამარჯვებით, მასპინძელმა გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 3 ტურით ადრე მოიპოვა.

საქმე იმაშია,რომ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ „პუშკაშ აკადემიას“, ლიდერი გუნდი 14 ქულით უსწრებს.

„ფერენცვაროშში“ მოთამაშე ლაშა დვალი კლუბთან ერთად მესამედ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს, რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, ეს მისთვის პირველი უნგრული ჯილდოა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის თასს სულ ახლო მომავალში კიდევ ერთი ქართველი მფლობელი შეემატება. თასის ფინალში ერთმანეთს, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ დაუპირისპირდებაინ.

მსგავსი პოსტები

Back to top button