მნიშვნელოვანისიახლეები

,,ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს და დაიწყეს ქვების სროლა ჭიშკრის მონგრევა, რაღაზე ვლაპარაკობთ?,,-მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი? – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, გუშინ კიდევ ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება, რადგან უშუალო შეხება იყო, რომ ვიღაცას ეთქვა, პირველმა ამან დაარტყა, თუ იმან ისროლა, მაგრამ დღეს საერთოდ არ იყო პოლიცია და გადავიდნენ პარლამენტის ჭიშკრის მონგრევაზე.

„პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, რომ ქვებს და ამხელა აგურებს ესროდნენ და ზიანდებიან პოლიციელები. ადამიანები არიან ის ხალხი, გმირები არიან, ჩვენს ქვეყანას და უსაფრთხოებას იცავენ და ამ ბავშვებს უნდა აუხსნას ვიღაც ორგანიზატორმა, ჯერ რომ წააქეზეს და მერე მიატოვებენ ხოლმე, არ შეიძლება ასეთი რაღაც. რაც არ უნდა პროტესტი გქონდეს და რაც არ უნდა გეგონოს რაღაც, ჯერ ერთი არასწორად ჰგონიათ, ზოგს ჰგონია და ზოგმა ზუსტად იცის რასაც აკეთებს, მაგრამ ვისაც გონია, იმასაც რომ აუხსნან და უთხრან რომ აგური და ქვა თავში არ უნდა გაარტყან, ხომ შეიძლება, მაგრამ პასუხიდსგებლობას არ იღებენ. გამოდის ვაშაძე და იძახის, მე ვერ ვნახე ეგეთი რაღაცო, წიწაკის სპრეი ვნახე მარტოო და პასუხისმგებლობა სხვას ეკისრებაო. ელემენტარული პასუხსმგებლობის აღების თავი უნდა ჰქონდეს ვიღაცას ამ დროს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების წითელი დონე.

საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“,- აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button