მნიშვნელოვანისიახლეები

,,უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან რადგან მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში არამედ მთელს მსოფლიოში,,-ღარიბაშვილი

"პოლიტიკაში დაბრუნდა ის კაცი, რომელმაც წაართვა ხალხს პოლიტიკა,,-ოპოზიცია

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას.

„დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა?

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას“,- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი.

ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია. აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან, იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ახლახან “დაბრუნებულ” ბიძინა ივანიშვილზე ამბობს, რომ მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში “ფასდაუდებელი” იყო. ღარიბაშვილი აღიარებს იმასაც, რომ ამ წლების განმავლობაში მას ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა “სტრატეგიულ საკითხებზე”.

“ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, მეტად პროგნოზირებადი იქნება ქვეყანაში მდგომარეობა. ადვილი საპროგნოზოა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება და ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ყველაფერში, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის გადარჩენაა.

“ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო 2012 წელს ბატონი ბიძინა პოლიტიკაში, დღეს არცერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შესაძლოა საერთოდ აღარ გვქონოდა. წინა მჩაგვრელი ხელისუფლება რომ ყოფილიყო დარჩენილი, დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა ჩაბმული, რაც, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის განადგურებას ნიშნავს. შესაძლოა დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, ყველა გამარჯვებაში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“პოლიტიკაში დაბრუნდა ის კაცი, რომელმაც წაართვა ხალხს პოლიტიკა… დადასტურდა, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს”, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას. როგორც მან განაცხადა, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს

პოლიტიკაში დაბრუნდა კაცი, რომელმაც პოლიტიკა წაართვა ხალხს… არსად არ წასულა, მაგრამ უკვე ფორმალურ თანამდებობაზე… სიტუაცია დრამატულად შეიცვალა, ქართველი პოლიტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ აქ არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით. ბოროტება თავს გრძნობს სუსტად, რადგან გამოიხმო თავისი ფალავანი და ყველა კვლევის თავზე გაიარა…

აღმოჩნდა, რომ ყველა შეფასება და კითხვა იმაზე, რომ “ქართული ოცნება” იმყოფება ევერსტზ, აღმოჩნდა რთული ტყუილი. ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის დაბრუნება… და სახე, ეს სახე იყო აბსოლუტურად იდენტური იმ სახისა, რომელიც მე ვნახე 2018 წლის შეურაცხყოფილი სახე, სალომე ზურაბაშვილის პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, ეს იყო აგრესიული, მღრღნელივით, რაღაცნაირი დაძაბული სახე.

ჩვენ ვიხილეთ იგივე, იგივე ვიხილეთ ტონალობაში, ემოცია უტყუარი რამე და ეს ჭორები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებული აღმოჩნდა და ეს ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა ამ წუთში. მეტად უნდა გვჯეროდეს ჩვენი ძალების და ნაკლებად უნდა გვჯეროდეს ნებისმიერი ვინმეს გარდაუვალი გამარჯვების, ასეთი რამ არ არსებობს და ეს ამ წუთში გავიგეთ…

ბიძინა ივანიშვილი არის ახლოს საერთაშორისო სანქციებთან, ის ახლა იქმნის ფორმალურობის საბურველს, რომ უკვე იყოს სახელმწიფოს ფუნდამენტებში მყოფი ადამიანი, რომლის დასანქცირება ნიშნავს დარტყმას სახელმწიფოზე… ის, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა განხეთქილებები აქვს, მოვიდოდა ხმები, თუმცა ესეც დაადასტურა… ვიხილეთ “ქართული ოცნების” პირითვე მოყოლილი სისუსტეები და ვიხილეთ როგორ ვცდებით, ხოლმე საკუთარი უღონობის დემონსტრირებისას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button