მნიშვნელოვანისაქართველო

მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს განათლების, მეცენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

“საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდ გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button