უფასო ინტერნეტი ლაგოდეხში

ლაგოდეხის სკვერში შესაძლოა უფასო ინტერნეტით სარგებლობა გახდეს შესაძლებელი.

ტურიზმის განვითარების ცენტრი პროექტზე მას შემდეგ მუშაობს, რაც ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა “ფეისბუქის” საშუალებით ინიციატივა ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწოდა.

ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ზურაბაშვილი რადიო “ჰერეთს” ეუბნება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში Wi-Fi ინტერნეტთან თავისუფალი წვდომის ინიციატივა მისაღებია.

ის ამბობს, რომ მათ უსადენო ინტერნეტის დანერგვაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button