დაბრუნდება თუ არა ღარიბაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე

გამოჩნდება თუ არა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე: კითხვა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის განცხადების გამო აქტიურდება.

ირაკლი კობახიძე პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექსპრემიერთან კონსულტაციების გამართვას აანონსებს. თუმცა, კონკრეტულად რას შეეხება მოლაპარაკებები, არ კონკრეტდება. მედიასთან კომენტარებისგან თავს იკავებს მთავრობის გადამდგარი მეთაურიც. ღარიბაშვილის გეგმებზე ინფორმაციას არ ფლობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც.

დეტალები პარტიის ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს. სწორედ ამ ყრილობაზე აირჩევენ გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button