უფლებადამცველის შეფასებით ბერას პოზიცია ძალადობის წახალისებაა
ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მომღერალი აღნიშნავს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, “პასუხს მოსთხოვს, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უფლებადამცველი წერს რომ “ღირსების დაცვა” ძალადობრივი რეაქციით მკვლელობებს ახალისებს.
“ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა!
შაქარაშვილის საქმე – შეაგინეს ერთმანეთს, “დაიცვეს ღირსება” და 19 წლის ბიჭი მოკლეს !
ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ “ღირსება უნდა დაიცვათ” ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.
ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში… ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ … აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!”, – წერს გიორგი ბურჯანაძე.
9 მარტს ტელეკომპანია იმედზე ინტერვიუში ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის “ოჯახს შეეხება”, “აუცილებლად პასუხს მოსთხოვს”.
“მოდით, მე არც კი დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს, თუ არა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის”, – წერს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ,”თV პირველის” პირველმა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.
პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო