მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებენ

ამ დროსათვის სიმშვიდეა მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან დაკეტილი იყო რკინის კარი და ტაძრის ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგებლებს, თუმცა ამ დროისათვის კარი ღიაა და გადაადგილების საშუალება შეზღუდული არ არის. ასევე წირვა-ლოცვას ტაძარში მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმული ახალი მღვდელმსახური მამა გოჩა ლიპარტელიანი აღავლენს.

ტაძრის ეზოში იმყოფება ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან. ისინი ამბობენ, რომ მომლოცველები არიან და მეუფე სტეფანეს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი მხარეებს შერიგებისკენ და დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება უფლებამოსილება შეწყვეტილ სასულიერო პირებს, ისინი უახლოეს დღეებში ეპარქიის დატოვებას გეგმავენ, რათა მრევლს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button