უფოლოგებმა მარსზე “ჩამოგდებული დრონი” აღმოაჩინეს [Photo/video]
მარსმავალ Curiosity-ის მიერ გამოგზავნილი სურათების კოლექცია კიდევ ერთი სენსაციური სიახლით შეივსო.
უფოლოგებმა მორიგი “აღმოჩენა” გააკეთეს. მათ მარსის ზედაპირის ამსახველ სურათზე დაღუპული ხომალდის დეტალი დაინახეს, – გვაცნობებს Yahoo News.
სურათზე, რომელიც NASA-ს საიტზეა გამოქვეყნებული, ვირტუალურმა არქეოლოგებმა, რომლებიც მსგავსი ფოტოების შესწავლით არიან დაკავებული, იდუმალი ობიექტი იპოვეს.
სურათის გადიდებისას თვალნათლივ ჩანს, რომ ობიექტის ფორმა, სხვა ქვებთან შედარებით, აშკარად განსხვავდება. უფოლოგებმა მას “ჩამოგდებული დრონი” დაარქვეს, რითაც ვარსკვლავური ომების კვალზე მიგვანიშნებენ.
ვირტუალური არქეოლოგების აზრით, მარსის უცნაური ობიექტი ჰოლივუდურ ფილმ “ობლივიონ”-ში გადაღებულ უპილოტო თვითმფრინავს ჰგავს.
აღსანიშნავია, რომ NASA-ს სპეციალისტები უფოლოგების აზრს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ვირტუალური მკვლევარები ოპტიკური ილუზიის ხაფანგში მოხვდნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22192″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]