უპილოტო ავტომობილმა პრეზენტაციაზე „თავი შეირცხვინა“ [Photo/Video]

კომპანია Faraday Future-მ ლას-ვეგასში საკუთარი წარმოების სიახლის – უპილოტო ფუნქციების მქონე ელექტროკარ FF91-ის პრეზენტაცია ჩაატარა. თუმცა უშუალოდ წარდგენის დროს „მომავლის მანქანამ“ ბრძანების შესრულებაზე „უარი განაცხადა“, – იუწყება The Verge.

გამოცემის ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზის სცენაზე კონგლომერატ LeRee-ს მფლობელი და ამერიკულ-ჩინური სტარტაპის, Faraday Future-ს მესაკუთრე ცზია იუტინი ავტომობილით გამოვიდა. როდესაც მილიონერი მანქანიდან გადმოვიდა, მას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკ სემპსონმა ავტომობილის ავტომატური პარკირების ფუნქციის ამოქმედება შესთავაზა. იუტინმა მანქანის კარის ღილაკს თითი დააჭირა, მაგრამ ელექტროკარმა ბრძანება არ შეასრულა. დარბაზში უხერხული პაუზა ჩამოვარდა.
სემპსონი არ დაიბნა და იხუმრა, რომ დღეს მანქანა ცოტა ზარმაცობსო.
იუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სემპსონი ავტომობილის უპილოტო ფუნქციის აქტივირებას კვლავ შეეცადა, ამისთვის დარბაზში შუქიც ჩააქრეს, მაგრამ ცდა ამაო აღმოჩნდა.
სემპსონმა პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ პრობლემა საგამოფენო დარბაზის სახურავმა შექმნა, რომლის რთულმა სტრუქტურამ სიგნალის შთანთქმა გამოიწვია.

 

[print_gllr id=50625]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button