მნიშვნელოვანისიახლეები

ურთიერთობების გადატვირთვის მერე აქტი არავის გაახსენდება-“მეგობარი აქტი ცოტა ღიმილისმომგვრელია-ოცნება

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული "მეგობარი აქტს" ოპოზიციაში ეხმაურებიან

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული “მეგობარი აქტს” ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, “მეგრობარი აქტი” აქტუალობას არ დაკარგავს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მისი მთავარი მიზანია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად ქართველ ხალხს არავის წახალისება არ სჭირდება.

“მეგობარი აქტი გვეუბნება, რა მიზანი აქვს ამერიკელ კანონმდებელს ორივე პალატაში – როგორც წარმომადგენელთა პალატაში კონგრესში, ისე სენატში, რომ დაეხმაროს ქართულ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, ჩვენი თავისუფლებისა. ხოლო 31 მარტის აქცია იქნება თუ სხვა ნებისმიერი, საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად ქართველ ხალხს არავის წახალისება არ გვჭირდება,” – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

“ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ “მეგობარი აქტი” არის საქართველოში დემოკრატიის და ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა.

“წინასწარ მოვლენებს ვერ დავასწრებ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა, აქტის მიმართ საგარეო კომიტეტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა, სენატორი შაჰინის მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადება, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის და ეროვნული ინტერესების. ცხადია, როდესაც ქვეყანა უხვევს დემოკრატიიდან, ამერიკის შტატები, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანია ევროკავშირთან ერთად, ასეთ ფაქტებს ვერ დაუშვებს,” – აცხადებს ლანა გალდავა.

“სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ “მეგობარი აქტი” არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი.
“მთავარი იყო საგარეო კომიტეტი, აქ უნდა გასულიყო ეს ყველაფერი. ამან უკვე ჩამოაყალიბა ფაქტობრივად ამერიკის განახლებული საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. “მეგობარი აქტი” არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ უჭერს მხარს, როგორ გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს მომავალს. ამიტომ, 31 ოქტომბერს, სწორედ იმ ხალხს, ვინც სენატში ამ დიდ აქტს დაუჭირა მხარი, უნდა გავაგონოთ დიდი ქართული ხმა,” – გიორგი ვაშაძე.

“მეგობარი აქტის” შესახებ შეფასება გააკეთა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
“აქტი, რა თქმა უნდა, იქნება ამ პროცესში განხილული. გუშინდელი საწყისი პროცედურები, სწორედ ამას ამტკიცებდა და ეს დამატებითი ძლიერი მხარდაჭერის მაჩვენებელი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომლის კონსტიტუციური ამოცანაა დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვა, ისევე როგორც ევროპული კეთილდღეობის მოტანა ქართველი ხალხისთვის”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში,,-სენატორები

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს, სადაც კომიტეტმა “მეგობარი” აქტი მიიღო. მისი თქმით, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მას “მეგობარ აქტს” ვერ უწოდებს.
“მეგობარი აქტი ცოტა ღიმილისმომგვრელია, მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე ღიმილისმომგვრელია იმ ინიციატორების მხრიდან, იმ სახელი და გვარების მხრიდან, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენით ასე ვთქვათ, გააპარეს, პირდაპირ ვიტყოდი. არა მხოლოდ ეს ე.წ. მეგობარი აქტი, რეალურად კი მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან. რა თქმა უნდა, მაშველი რგოლი ამ განულებული ოპოზიციისთვის, საკენკი კვირიდან კვირამდე, საწვავი დაგეგმილი მარშისთვის. პროცედურას რომ გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა თუნდაც იმ ლობისტური ჯგუფების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ამას სათანადო პასუხის მოჰყვება და სჭირდება,” – აცხადებს ირაკლი კირცხალია.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას თბილისში აფასებენ. საუბარია ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის მიერ “მეგობარი” აქტის მიღებაზე.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, პაატა სალია აცხადებს, რომ კომიტეტზე “მეგობარ აქტთან” ერთად, განიხილეს ასევე ათამდე სხვადასხვა კანონპროექტი და კომიტეტზე მისი დეტალური განხილვა არ მომხდარა. მისი თქმით, დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, მრავალთვიანი პროცესია და ამ პერიოდის განმავლობაში, პაატა სალია დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.
“საყურადღებოა, გავითვალისწინოთ ის პროცესი, რასაც საკანონმდებლო პროცესი ჰქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც როგორ იყო მიღებული ეს აქტი, რა ეტაპზეა ამ აქტის მიღება. ეს იყო საკომიტეტო მოსმენაზე. საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო ეს აქტი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 10 სხვა კანონპროექტთან ერთობლიობაში. არ ყოფილა მისი დეტალური განხილვა ამ კომიტეტზე. ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც. მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება,” – აცხადებს პაატა სალია.
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული “მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, ის ჯერ კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ორივე პალატამ – როგორც სენატმა, ასევე წარმომადგენელთა პალატამ.

როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს – არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტისთვის“ მხარის დაჭერას ეხმაურება.
გია ვოლსკის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ რეალურად არის მტრული აქტი და არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.
„ადამიანები, ვინც გამოზარდა მიხეილ სააკაშვილი, ვინც უკარნახა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც სადიზმი ჰქვია საქართველოში, რასაკვირველია, როცა ნებისმიერ აქტს იღებენ, ამას არ შეიძლება დაერქვას „მეგობარი აქტი“. ეს არის მტრული აქტი. რაც ყველაზე სამწუხაროა, არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.
სულ ახლახან გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი რეიტინგები, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვიდან დაწყებული, დამთავრებული თავისუფლებებზე, რომელიც ეხება ბიზნესის განვითარებას, კორუფციისაგან თავისუფლებას, ეს მაჩვენებლები არის უმაღლეს დონეზე. ასე რომ, როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს. ეს მტრული აქტია არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ, ვერ გრძნობენ ადამიანები, რომ ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ მათ ოჯახებსაც დაუპირისპირდება, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს მოატყუეს და მათთან ერთად ქუჩაში დგანან. არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ და სულ არ აინტერესებთ, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღებულ მტრულ აქტს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს.
“აშშ-ის სენატში მიღებულ “მტრულ აქტს” კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს. ეს სენატში მიღებულია 31 მარტამდე და თითქოს ეს ერთგვარი მუხტის მიცემას ჰგავს, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდეს, ადამიანები გახალისდნენ და დედაქალაქის ქუჩებში ახალი ცეცხლი გაჩნდეს. ყველაზე მეტად დიდი კითხვები დგას იმასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს მაშინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია “დიფ სთეითს” სრულ ბრძოლას უცხადებს, ვხედავთ, რომ “დიფ სთეითს“ წარმომადგენლებს ჯერ კიდევ საცეცები აქვთ მყარად გადგმული და მათ შეუძლიათ, თავიანთ აგენტურას ისეთი აქტები მიაღებინონ, რასაც საქართველოს მტრული აქტი ჰქვია”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძის თქმით, „მეგობარი აქტი“ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ დაეხმარება.
„ეს ჯერ კანონპროექტია. მსგავსი უამრავი კანონპროექტი გვინახავს. ვიდრე ის კანონის სახეს არ მიიღებს, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც შეეხება ინიციატივას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არ დაეხმარება, არ იმუშავებს და არ იქნება კარგი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ კომიტეტის მიერ აქტის მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურად უკვე აიკრძალა.
„რაც პოლიტიკაში მოვედი, ოპოზიცია საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე გაუქმებულია. ამას უკვე რვა წელია, ვისმენთ. არ მგონია, ოპოზიციის განცხადებებს ვინმე სერიოზულად მოეკიდოს. ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გეგმები აქვს და ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ოპოზიცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, „მეგობარი აქტი“ ანტიქართული აქტია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქადაგიშვილმა განუცხადა, დღეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს და სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო გამოიკვეთოს. ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი აქტები კი ამის წინააღმდეგ არის მიმართული.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადასულიყო. საქართველოსა და ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხი უკიდურესად გაძლიერებული იყო. სწორედ ამ კონტექსტში მოამზადეს „მეგობარი აქტი“ და სხვადასხვა რეზოლუცია აბსურდული ჩანაწერებით. ამერიკაში სხვა პრეზიდენტია და სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ ეს აქტი დარჩება აქტად, რომელიც მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის არ იქნება ხელის შემშლელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე “მეგობარი აქტის” თაობაზე.
როგორც მან აღნიშნა, აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
“სენატის კომიტეტზე, ე.წ. მეგობარი აქტის მიღებულ აღფრთოვანებას ოპოზიცია-ენჯეო ელიტის და მათ მიერ მოტყუებულთა უინტელექტო მასაში ცივი წყალი უნდა გადავასხა.
უპირველესად, დაჯექით და წაიკითხეთ ეგ აქტი? ისემც რა გითხარით
კითხვა არ გაგიჩნდათ, რაში ჭირდება აშშ-ს პრეზიდენტს სადმე სანქციების დასაწესებლად სპეციალური კანონი? ტრამპს დღესვე შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას დაუწესოს სანქციები სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად რას გკარნახობთ ლოგიკა? (სად გაქვთ თორემ) – უილსონის თეატრი პოლიტიკური ზეგავლენის მიზნით.
აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით? ისემც რა გითხარით.
დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ.
ყველაზე სასაცილო მაგ აქტიდან – დაევალოს USAID ს 90 დღეში წარმოადგინოს წინადადებები, როგორ დაეხმარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასო.
ჯერ ერთი, საწყალმა უილსონმა ეტყობა არ იცის ფულში რომ იხრჩობა აქ ელიტარული ენჯეოსექტორი და იქით დაეხმარება, ან შეიძლება ზუსტად ეგ გათვლა აქვს. მეორეც, სანამ ეგ აქტი კანონად იქცევა, თუ იქცევა როდისმე, იქიდან კიდევ 90 დღე დაამატეთ, მაგდენი ხანი USAID საერთოდ იარსებებს ან საქართველოში დასახარჯი ფული ექნება?
თაღლითების კორპორაცია ხართ საკუთარი მფარველებიანად”, – წერს დავით ჩიხელიძე.

აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“ ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეს „მეგობარი აქტი“ არ არის, მტრული აქტია.
„ამ აქტის თითოეული ჩანაწერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად გადაიქცეს. ეს გათვითცნობიერებული თუ აქვთ ან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აქტის მხარდამჭერებს, ან ქართულ ოპოზიციას, მაშინ მათ ის პასუხისმგებლობაც აუცილებლად უნდა აიღონ, რაც ამ აქტის განხორციელებას, შესაძლოა, მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ეს აქტი დღის სინათლეს ვერ ნახავს, მხოლოდ ერთი კომიტეტის გადაწყვეტილებაა. მას დიდი გზა აქვს გასავლელი და არ მგონია, ძალაში შევიდეს. დიდი ალბათობით, ძალაში ვერც შევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომელთანაც აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, – 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
„ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, – რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, – აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.
ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ა.შ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ მზად არიან, ერთად იმუშაონ, რათა წინ წასიონ კანონპროექტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button