ურთიერთსროლის გამო დალასის თავზე ფრენა აკრძალეს [Photo/video]

აშშ-ის ხელისუფლებამ დალასის თავზე თვითმფრინავების ფრენა დროებით იმის გამო აკრძალა, რომ ქალაქში ატეხილი ურთიერთსროლის გამო 4 პოლიციელი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, კიდევ ერთი ადამიანი ავტოსადგომის ტერიტორიაზე ალყაშია მოქცეული და იქიდან სროლას აგრძელებს. პოლიციელები მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

“ეჭვმიტანილი, რომელთანაც მოლაპარაკებას ვმართავთ, ბოლო 45 წუთის განმავლობაში ისვრის. მან გვითხრა, რომ უფრო მეტ სამართალდამცველს დაჭრის და მოკლავს”, – განუცხადა სააგენტო France-Presse-ს ადგილობრივი პოლიციის უფროსმა დევიდ ბრაუნმა.

ეჭვიმიტანილი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ავტოსაგომსა და ქალაქის ცენტრში რამდენიმე ბომბი დაამონტაჟა.

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე პირმა პოლიციის თამაშრომლებს ცეცხლი გაუხსნა იმ დროს, როცა სამართალდამცველები დალასში გამართულ საპროტესტო აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. დემონსტრაცია პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სააგენტოს ინფორმაციით, სროლის ქვეშ სულ 10 პოლიციელი მოჰყვა, 4 მათგანი დაიღუპა, კიდევ ერთი სამოქალაქო პირი მძიმედ დაიჭრა. წინასწარი მონაცემებით, პროტესტანტები სნაიპერული შაშხანებიდან ისროდნენ.

საპროტესტო აქციები პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში, 2 სხავადასხვა შტატში გადაღებული ვიდეოფირები გავრცელდა, სადაც პოლიციელების მიერ 2 აფროამერიკელის მკვლელობის კადრები იყო დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად პოლიციელების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაღუპულთა შორის უმთავრესად აფროამერიკელები იყვნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38007″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button