ურუგვაის პრეზიდენტმა ჰაერში ქალი გადაარჩინა

ურუგვაის პრეზიდენტმა – ტაბარე ვასქესმა, რომელიც პროფესიით ექიმი-ონკოლოგია, თვითმფრინავში ქალი ხუთვისგან იხსნა, – იუწყება ურუგვაის პრესა.

საფრანგეთში რეისის შესრულების დროს, თვითმფრინავის მგზავრ-ქალს არაქისის ჭარბი მოხმარების გამო, ალერგიული შეტევა დაეწყო. ვასქესმა, პირად ექიმთან ერთად, ქალს დახმარება აღმოუჩინა და თვითმფრინავს ექსტრენული დაშვება ააცილა.

შეგახსენებთ, 2014 წელს, ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში, მემარცხენეთა კოალიციის კანდიდატმა – ტაბარე ვასქესმა ხმათა 47,8% მოიპოვა და გაიმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button