მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

USAID-ი საქართველოს 67 000 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას გრანტის სახით გადასცემს

 USAID-ი საქართველოს გამოუყოფს გრანტს 67 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც “განვითარების მიზნების შესახებ” შეთანხმება ითვალისწინებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ გრანტის ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს 330 500 000 აშშ დოლარამდე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით:

14.5 მლნ აშშ დოლარი გათვალისწინებულია გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით; 25.9 მლნ აშშ დოლარი – მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებისადმი, 26.6 მლნ აშშ დოლარი კი ეკონომიკის განვითარებისათვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button