USAID საქართველოს 67 მლნ დოლარის გრანტს აძლევს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ashsh-saqartvelo.jpg)
დღეს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. USAID პირველ ეტაპზე, 67 მილიონ დოლარის გრანტს გამოყოფს, რომელიც შესაძლოა ეტაპობრივად 330 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.
“დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. “საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის” შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით – კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.
შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID – ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს. ცერემონიალს ესწრებოდა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.