მსოფლიოსიახლეები

ჰონგ კონგში, აქციაზე პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა

ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მოქალაქეები ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიღებასაც ჩინეთის ხელისუფლება მოითხოვს.

კრიტიკოსების აზრით, ცვლილებების დამტკიცება ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს საფრთხეს შეუქმნის.

პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button