
უსაფრთხოების სამსახურმა თეთრ სახლთან ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის, თეთრ სახლთან უსაფრთხოების ზომები მკაცრდება, მიტანილია რკინის კონსტრუქციები.
უკვე მეშვიდე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციები არ წყდება. მოსახლეობა 25 მაისს, მინეაპოლისში პოლიციის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს.