უშიშროების საბჭოს მდივანი თანამდებობას ტოვებს

ირინა იმერლიშვილი უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს. მას უფლებამოსილება 2 ოქტომბერს ოფიციალურად შეუწყდება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება.

ვიდრე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი მდივნის დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის უფლებამოსილებას ირინა იმერლიშვილის ერთ-ერთ მოადგილეს დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას – უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, უზენაესმა სასამართლომ კი თეიმურაზ ტუღუში უკვე დანიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button