უსმან დემბელემ ევროპის ჩემპიონატი დატოვა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ უსმან დემბელესთვის ევროპის ჩემპიონატი უკვე დამთავრდა.
მან საფრანგეთი – უნგრეთის მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნიდან იძულებით გავიდა. იმის მიუხედავად, რომ დემბელე ისედაც შეცვლაზე შემოვიდა, ფეხბურთელმა დეშამს სთხოვა, რომ თამაშის მსცლელობიდან მალევე გაეყვანა.
მატჩის დასრულებისთანავე ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ დემბელეს მუხლის მყესი დაუზიანდა და ტრავმა დამატებით კვლევებს საჭიროებდა.
მედიკოსთა განმარტებით, ტრამვირებულ ნახევარმცველს მკურნალობისთვის მინიმუმ 3 კვირა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დემბელესთვის საკონტინეტო შეჯიბრება დასრულებულია. იგი გუნდს ეკვე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა და ამ დროისთვის კონტინენტის პირველობის ყველაზე რთულ ჯგუფში მხოლოდ 4 ქულა აქვს.