მნიშვნელოვანირეგიონი

ძლირმა სეტყვამ ლაგოდეხის სოფლები დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წუთიანმა სტიქიამ დასეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები.

სოფელ კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა.

ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. გზაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობაც შეწყდა.

საკარმიდამო ნაკვეთებია დატბორილი სოფელ ბაისუბანში

სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები, რომლებიც ცენტრალურ გზებს ქარისგან დაგლეჯილი ხეებისგან ანთავისუფლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button