მსოფლიოსიახლეები

უცხოელი ჯარისკაცი ავღანეთში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება-“თალიბანი”

ავღანური რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ პრესსპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ სექტემბერში ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის, სამხედრო კონტრაქტორიც, როგორც ოკუპანტი, რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხოური სამხედრო ძალების და არა დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების ფუნქციონირებისა – ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მათ არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button