მნიშვნელოვანისიახლეები

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

რუსული კანონის განხილვა კი, მისივე ინფორმაციით, 13 მაისს გაიმართება.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, – წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა და შესაძლებელი იყო, სწორედ ამ დღეს მიეღო ოცნებას რუსული კანონი მესამე მოსმენაზე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი რუსულ კანონს მხარს უჭერს.

ქვრივიშვილი იმეორებს ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდას, თითქოს კანონი არ არის რუსული.

“გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს!

ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ კანონსა და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის.

მთავარი მიზანი ერთია – საქართველო, 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და ამ შედეგამდე მივალთ მშვიდობითა და გამჭვირვალობით!” – წერს ქვრივიშვილი.

საქართველოს არა ერთმა პარტნიორმა თქვა, რომ რუსული კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღება იქნება საქართველოს “სახიფათო გზაზე” დაყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button