ვარაუდობენ, რომ უცნობი დაავადება, რომელმაც ნიუ-იორკის შტატში სამი ბავშვი იმსხვერპლა, კორონავირუსთან არის კავშირში. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
ექიმები ამბობენ, რომ პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, საავადმყოფოში ათობით ბავშვია მოთავსებული. კუომოს ინფორმაციით კი, მსგავსი სიმპტომებით, შტატში 73 ბავშვს იკვლევენ. ბევრ მათგანს კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოხატული არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მათ კორონავირუსი დაუდასტურდა.